გამოგვიწერეთ

ნაკრები

ილიევი: ბულგარეთსაც ჰყავდა ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელები

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა — ვილი სანიოლის გუნდმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა და ბრძოლაში დარჩა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ბულგარეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა გააკეთა:

ხვიჩა კვარაცხელიაზე:

„ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კვარაცხელიას მაღალი დონის კლუბში თამაში დამსახურებულად აქვს. წარსულში ბულგარეთსაც ჰყავდა მსგავსი კლასის მოთამაშეები, ახლა კი ასეთები არ გვყავს, თუმცა მომავალში იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდებიან“.

მატჩის დაწყებაზე:

„შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ სურათი ვეღარ შევინარჩუნეთ. ვიცოდით, რომ საქართველო წინა მარცხის შემდეგ უფრო მოტივირებული იქნებოდა. სამწუხაროდ, პირველი ორი გოლი ფაქტობრივად ჩვენივე შეცდომების შედეგად გავუშვით, თუმცა თავიდანვე გასაგები იყო, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია“.

გუნდში დაშვებულ შეცდომებზე:

„არ აქვს მნიშვნელობა, ინდივიდუალური შეცდომები იყო თუ ტაქტიკური ხარვეზები — ასეთი რამ დაუშვებელია. შედეგმაც ნათლად აჩვენა ეს. ყველაზე დიდი გულისტკივილი ისაა, რომ შესვენებაზე უკვე ორი ბურთით ვაგებდით, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისი კარგად გვქონდა“.

ცვლილებებზე ნახევარდაცვაში:

„ფეხბურთელების ნაწილი სწრაფად ახერხებს ძალების აღდგენას, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ორი მატჩის ასეთ ინტენსივობით ჩატარება გაუჭირდებოდა. მაგალითად, ჩოჩევმა მითხრა, რომ ვერ შეძლებდა ასე მოკლე დროში ორჯერ თამაში, რის გამოც გარკვეული გადანაწილება მოგვიწია ნახევარდაცვაში“.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები