
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მეორე მატჩში ბულგარეთი 3:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლაში დარჩა.
ამ მატჩში დისკვალიფიცირებული ვილი სანიოლის ნაცვლად, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ფრანგის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი, სიტყვით გამოვიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“განსხვავებული თამაში ვიხილეთ, ვიდრე თურქეთთან იყო. ამისთის ბიჭებს დიდი მადლობა, რადგან ორ დღეში მოახერხეს ძალების აღდგენა და სამწვრთნელო შტაბის დავალებები გაიაზრეს. გამოვყოფ: გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე რომ არ გვყავდეს, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რადგან პირველოვე წუთზე 99%-ით გოლისგან გადაგვარჩინა. კიდევ გავიმეორებ, რომ მამარდაშვილის სახით უდიდესი კლასის მეკარე გვყავს.”
გურამ კაშიაზე:“კაშიას, დიდი მადლობა – ვეღარ ვითვლით უკვე, რამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში. თურქეთთან ჰქონდა ჩვეულებრივი ინდივიდუალური შეცდომა, მაგრამ დღეს ასაკიდან გამომდინარე არ იყო, ჰქონდა ვილის მასთან საუბარი და გადაწყვეტილებაც მარტივი მივიღეთ. პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით, კაშოზე როცა ვსაუბრობთ, ის ჩემ დროსაც თამაშობდა.”
დებიუტანტებზე:
“ლომინაძე ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, მას უდიდესი პოტენციალი აქვს. პორტუგალიაში რომ წავიდა, ვფიქრობდით, რომ გამოვიძახებდით და კმაყოფილები ვართ. მას სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს.”
კაკაბაძეზე:
“ფეხბურთელობის დროს მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, ასე რომ, შეცდომების გამო ფეხბურთელებს არ ვაკრიტიკებთ და ამით არ წყდება, გამოძახება-არგამოძახება, ითამაშებს თუ არა – ეს კი.”
გოგლიჩიძე:
“როცა ეროვნულ ნაკრებში მოვიდა, ჩვენი პირველი განცდა ასეთი იყო: WOW! ძალიან სწრაფი, ძლიერი ორთაბრძოლებში და ეს ვარჯიშებზეც დაგვანახა. მან გუნდი შეიცვალა, სერია A-ში თამაშობს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გოგლიჩიძე საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი წლების განმავლობაში იქნება.”
მომავალ მატჩებზე და კაპიტნობაზე:
„ოქტომბერში ორი ძალიან რთული თამაში გველის, შემდეგ ნოემბერში კიდევ – ორი. მეორე ადგილის შანსი გვაქვს და სანამ ეს შანსია, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. კვარას კაპიტნობას რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ეკეთება თუ არა სამკლაური, ის ისედაც გუნდის ლიდერია. კაშიას შემდეგ კიტეიშვილი, კაკაბაძე, კვარაცხელია არიან ვიცე-კაპიტნები. უბრალოდ კიტე არ იყო და დღეს სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ კვარა ყოფილიყო კაპიტანი. ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება სამკლაური, გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი ლიდერი.”
ნიკა გაგნიძეზე:
“ნიკა გაგნიძემ უდიდესი სამუშაო შეასრულა! თუ მის თამაშს დააკვირდებით, ეს ბიჭი ნაკრებში უკვე ძალიან დიდ როლს თამაშობს.”
პრობლემებზე:
“პრობლემები არსებობს და იარსებებს, ოქტომბერში ორი ურთულესი თამაში გველოდება და მაგ პრობლემებს იქ უფრო მეტად დავინახავთ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი იმისთვის ვართ, რომ ეს პრობლემები შევამციროთ. კლასი ყოველთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს, თურქეთთან მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბურთის სწრაფად და კარგად ამოტანა ვერ მოვახერხეთ.”
შანსები და დადებითი მომენტები:
“ჩვენი შანსი დამოკიდებულია იმაზეც, სხვა გუნდები როგორ ითამაშებენ. მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ძალიან რეალობას რომ არ გავცდეთ, როცა ესპანეთია ჯგუფში, მეორე ადგილი და პლეი ოფი დიდი წარმატება იქნება ჩვენთვის, როცა კონკურენტად თურქეთი გყავს.”
“მოგებული მატჩის შემდეგ ბევრი დადებითი მხარის გამორჩევა შეიძლება, მაგრამ შეტევაში ყველაზე გამორჩეული სწრაფი თამაში და როტაცია იყო, შემტევები პოზიციებს ცვლინდებოდნენ, გაგნიძეს და მექვაბიშვილს ჩარბენები ევალებოდათ. მცველებს ჰქონდათ საშუალება, რომ უფრო მოკლე პასებით ეთამაშათ იმ სივრცეებში, სადაც ზურიკო და ხვიჩა შემოდიოდნენ. შეტევის ფაზაში როტაციას და სწრაფ თამაშს გამოვყოფ.”
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 2 საათის agoლიპო და შავი ევროპის ჩემპიონები არიან
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას ორი მედალი მოიპოვა. გუშინ, გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoსაქართველომ მეტოქედ ბაჰრეინი მოძებნა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს ორ მატჩს ითამაშებს. ერთი აქამდეც ცნობილი იყო, მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 5 საათის agoორი მედალი გარანტირებულია, ველოდებით ოქროებს
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი მედალი განაღდებული აქვს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი