გამოგვიწერეთ

MMA

დვალიშვილი თეთრ სახლში ბრძოლაზე თანახმაა

გააზიარეთ

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს UFC-სთან და მის მესვეურებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. ცოტა ხნის წინ, ის UFC-ს ღონისძიებასაც დაესწრო, რომელშიც, მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი მეორედ დაამარცხა და ტიტული დაიცვა.

შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა UFC-ს რომელიმე ღონისძიებას თეთრ სახლში უმასპინძლოს, სავარაუდო თარიღად კი 2026 წლის 4 ივლისი დასახელდა. ბუნებრივია, დადასტურებული არაფერია და ეს მხოლოდ ინიციატივაა, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

ამ საკითხთან დაკავშირებით UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ისაუბრა და თეთრ სახლში ბრძოლაზე მზაობა გამოთქვა:

“თეთრ სახლში ბრძოლაზე, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ წუთისთვის, მე ერთადერთი ჩემპიონი ვარ, რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა აქვს.

მე არ ვარ ამერიკელი, მაგრამ ფაქტია, მაქვს აშშ-ს მოქალაქეობა”, – განაცხადა დვალიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA