გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

რამაზ სვანაძემ სამი დებიუტანტი გამოიძახა

გააზიარეთ

UEFA-ს ერთა თასზე საქართველოს ნაკრებს ორი ურთულესი მატჩი ელის: 14 ნოემბერს შინ უნგრეთს დაუხვდება, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში „ესტუმრება“.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც რამდენიმე საინტერესო გადაწვეტილება მიიღო.

სამი დებიუტანტია – დინამო ბათუმის მეკარე ნოდარ ყალიჩავა; უკრაინული პოლისიას მცველი გიორგი მაისურაძე; სლოვაკური ტრნავის სპარტაკის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.

შეგახსენებთ, მომავალ მატჩებში ნაკრებს კაპიტანი, პარი სენ-ჟერმენის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და სეზონის ბოლომდე მოედანს ვერ დაუბრუნდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბთ);

მცველები: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, MLS), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).

ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს; შვიდი ქულით მეორე ადგილზე უნგრეთია; მესამე უკრაინაა – ოთხი ქულა; საქართველოს ორი ქულა აქვს და ბოლოა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები