გამოგვიწერეთ

ნაკრები

კაშია: თურქებთან მარცხი ორმაგად გვაღიზიანებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თურქეთთან წაგებული შეხვედრა (2:3) შეაფასა.

„ძალიან ცუდად შევედით თამაშში. ორი გოლი სტანდარტულიდან მივიღეთ და ფაქტობრივად, თვითონ მოვიგონეთ გაშვებული ბურთები. სამწუხაროდ, მესამე გოლი ჩემ შეცდომას მოჰყვა. როცა ანგარიში 0:3 გახდა, ამის შემდეგ ვითამაშეთ უფრო გამართულად, მაგრამ ასეთ შედეგზე თამაში დაწყება უკვე ძალიან გვიანია. გული მწყდება, რადგან ამდენი შეცდომით ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ. ბულგარეთთან შეხვედრას სხვაგვარად უნდა შევხვდეთ, არ შეიძლება ისევ ასე ჩავარდნილი დასაწყისი გვქონდეს“, – აღნიშნა კაშიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში იყო, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

„თურქეთს მეორე ადგილისთვის მთავარ კონკურენტად ვთვლით და ამიტომ ეს მარცხი ორმაგად გვაღიზიანებს. თუ ჯგუფში შანსების შენარჩუნება გვინდა, 7 სექტემბერს ბულგარეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპობრივად მოვემზადოთ დარჩენილი თამაშებისთვის,“ – დაამატა ნაკრების კაპიტანმა.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთს თბილისში, 7 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები