გამოგვიწერეთ

ნაკრები

კვარაცხელია: ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, პირველი კაპიტნის სამკლაური ბულგარეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მოირგო.

კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ აღნიშნა:

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი. მომეცა საშუალება, გუნდი დღეს მოედანზე გამეყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენც მოვიგეთ და კალათბურთელებმაც.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, წვიმაში ჩვენთან დარჩნენ. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, გოლების გატანა უნდა გავაგრძელოთ, მე და მიქაუტაძე გოლებით საქართველოს ნაკრებს ვეხმარებით და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პირველ და ვინ მეორე ადგილზე.

ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, რადგან ქულები დავაგროვოთ. ასევე ვაჩვენეთ ძალიან კარგი თამაში, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები