გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელია: ასტონ ვილასთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე

გააზიარეთ

პარი სენ ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ატალანტასთან გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის (4:0) შემდეგ ჟურნალისტებთან გამოეხმაურა საკუთარ გოლსა და გუნდის გამარჯვებას.

კვარაცხელია, რომელიც უეფამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, აცხადებს:

„ძალიან ბედნიერები ვართ დღევანდელი გამარჯვებით. ატალანტა ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, თუმცა ვფიქრობ, რომ თამაში თავიდან ბოლომდე ჩვენს კონტროლში იყო. მაქსიმალურად დავხარჯეთ ძალა და საკუთარი სტილი ვაჩვენეთ. ეს ნამდვილად ჩვენი დღე იყო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც კოლექტიური გამარჯვებაა. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ბურთს ვაკონტროლებდით და დიდი სიამოვნებით ვითამაშე. გოლი კარგი გამოვიდა, თუმცა დეტალები ზუსტად არ მახსოვს – გასახდელში გადავხედავ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასტონ ვილასთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე.

ფიზიკურად ცოტა ხნის წინ მქონდა მცირე პრობლემა, მაგრამ სამედიცინო შტაბის დახმარებით ფორმაში დავბრუნდი და დღეს უკვე 100 პროცენტით მზად ვიყავი. წინ ურთულესი მატჩები გველის, მაგრამ სწორედ ასეთი სირთულეები გვაძლევს ძალას და მოტივაციას. გასულ სეზონშიც ჩემპიონობამდე გზა ასეთი რთული იყო და ახლა კვლავ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ტიტული დავიცვათ. გუნდი პროგრესირებს და ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ.“

ხვიჩამ მიმდინარე სეზონში პარიზელთა რიგებში უკვე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები