გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

საწყენი ამბავი – ბულგარელი ამერიკას ჩაეხსნა

გააზიარეთ

სამეფო სპორტის მოყვარულთ უსათუოდ ემახსოვრებათ ახლახანს დასრულებული უიმბლდონის 1/8 ფინალური დაპირისპირება, რომელსაც სენსაციამდე აღარაფერი აკლდა, თუმცა ერთისთვის ცრემლებით, მეორესთვის კი ღირსეული ქცევით და გულწრფელი აღიარებით დასრულდა, რომ ასეთ მოგებას ის ვერ მიიღებდა.

გრიგორ დიმიტროვის და იანიკ სინერის მატჩზე მოგახსენებთ, რომელშიც ბულგარელი ჩოგბურთელი რეიტინგის პირველ ნომერს სეტებში 2:0 ამარცხებდა და გამარჯვებაც თითქოს ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ მესამე პარტიაში ერთ-ერთი ჩაწოდებისას დიმიტროვმა მხარში საშინელი ტკივილი იგრძნო, რაც მატჩის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.

ვინ იცის, რომ არა გრიგორ დიმიტროვის ის ტრავმა იანიკ სინერს უიმბლდონზე ჩემპიონობა მომავალი წლისთვის ან შესაძლოა უფრო მეტი დროითაც გადაედო, მაგრამ იღბალი იმ დღეს იტალიელის მხარეს იყო.

გრიგორ დიმიტროვის ტრავმა კი იმაზე მძიმე გამოდგა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ბულგარელ ჩოგბურთელს სეზონის ბოლო დიდი სლემის, ამერიკის ღია პირველობის გამოტოვება მოუწევს, რაც მისმა მენეჯერმა გიორგი სტოიმენოვმა დაადასტურა.

ორი აზრი არ არსებობს, რომ უშუალოდ გრიგორ დიმიტროვის ქომაგების გარდა ეს ამბავი ზოგადად ჩოგბურთის გულშემატკივრებისთვისაც საწყენია, რადგან ბულგარელი თავისი თამაშის მანერით და ქარიზმატულობით ტურში ერთ-ერთი გამორჩეულია და US OPEN-საც, რომელიც 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება უსათუოდ დააკლდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი