გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კონტე: “ამის გაკეთება ხვიჩას დროსაც ვერ შევძელით”

გააზიარეთ

ნაპოლი სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონია, ახალ სეზონში კი, მიუხედავად იმისა, რომ ხმაურიანი ტრანსფერები არ გაუკეთებუა, გუნდს ისევ მაღალი ამბიციები აქვს.

ნეაპოლელების თავკაცი ანტონიო კონტე სერია ა-ს ზედიზედ მეორე მოგებას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, ნაპოლის ეს თავის ისტორიაში არ გაუკეთებია და მარტივი არც ახლა იქნება:

“ძალიან კარგი გუნდი მყავს, მაგრამ სკუდეტოს ზედიზედ მეორედ მოგება მარტივი არაა, ეს ნაპოლის თავის ისტორიაში არ გაუკეთებია. რამდენიმე წლის წინ, როცა ნაპოლიმ სერია ა მოიგო, შემდეგ სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და პიოტრ ზელინსკი კვლავ შემადგენლობაში იყვნენ.

სერია ა-ში დიდი კონკურენციაა, ჩემპიონობის კიდევ ერთხელ მოპოვება მარტივი მისია არ იქნება”, – განაცხადა კონტემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები