გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტორპედომ შუსტერის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედოში კრიზისია. გუნდმა უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ნაადრევად დაასრულა, დამაჯერებლად კი ვერც ეროვნულ ლიგაში გამოიყურება.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ქუთაისელი გულშემატკივარი დირკ შუსტერს აკისრებს და მის გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა იმერული გუნდის ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობს და გერმანელ სპეციალისტს ნდობას უცხადებს.

Geo Team იტყობინება, რომ, მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, ტორპედო შუსტერს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტოვებს. ტორპედოში თვლიან, რომ სამომავლო მიზნების ასრულება სწორედ შუსტერთან ერთადაა შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელობამ ორი დღის წინ ფანებსაც აცნობა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი