გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

კონტე წავა – ვის ნიშნავს დი ლაურენტისი ანტონიოს მაგივრად

გააზიარეთ

უდიდესი ალბათობით, ანტონიო კონტე ნაპოლიში ერთ სეზონიანი ტრიუმფის შემდგომ გუნდს დატოვებს.

საქმე ისაა, რომ იტალიელი სპეციალისტი და კლუბის ხელმძღვანელობა სამომავლო გეგმებზე ვერ თანხმდებიან. ამას ემატება ისიც, რომ კონტეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ტურინის იუვენტუსს სურს, ტურინში კი კონტეს ოჯახი ცხოვრობს, რაც მას დაბრუნებისკენ უბიძგებს.

თავის მხრივ, აურელიო დი ლაურენტისი კონტეს შემცვლელის პოვნაზე აქტიურად მუშაობს. როგორც იწერება, დი ლაურენტისს მთავარ მწვრთნელად ბებერი ქალბატონის ყოფილი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა სურს.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კონტესა და ნაპოლის გზები მალევე გაიყრება, თუმცა ამ კლუბში მისი მუშაობა მაინც დაუვიწყარი იქნება, რაც მოგებული სკუდეტოთი აიხსნება. კონტეს გზის გაგრძელებას კი შეშლილი მაქსი ეცდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები