გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

არისტოკრატების საჩუქარი სპაერს

გააზიარეთ

ევროპული საკლუბო  სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ქართული კლუბებისთვის სწორედ ახლა იწყება.

წელს, მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 საქართველოს ღირსებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავს. გორის დილა, ქუთაისის ტორპედო და სპაერი კი, კონფერენს ლიგაზე წარდგებიან.

სპაერი, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია, კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას არა პირველი, არამედ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ანზორ კიღურაძის გაწვრთნილ გუნდს საჩუქარი ლონდონის ჩელსიმ გაუკეთა.

საქმე ისაა, რომ არისტოკრატებმა პრემიერლიგის ბოლო ტურში გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის საგზური, ესპანურ რეალ ბეტისს ევროპა ლიგის საგზური აქვს განაღდებული. 28 მაისს ეს გუნდები ერთმანეთს კონფერენს ლიგის ფინალში უნდა შეხვდნენ, მაგრამ, შიდა ჩემპიონატში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე,  ევროპის რანგით მეორე ტურნირის საგზური არცერთს სჭირდება, რაც ფინალის გამარჯვებულს ეკუთვნის. ამ ყოველივემ ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული, რომელიც ევროსარბიელზე სადებიუტო სეზონისთვის ემზადება, ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს გორის დილა, რომელიც განთესილი იქნება, ტორპედო განუთესავთა შორისაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები