გამოგვიწერეთ

MMA

კორი სენდჰეგენი – მერაბთან ორმაგი მოტივაციი ვიჩხუბებ

გააზიარეთ

5 ოქტომბერს ლას ვეგასში დიდი ჩხუბია. UFC-ის მსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს ზედიზედ მესამედ დაიცავს. ამჯერად მისი მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.

ბრძოლის წინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სენდჰეგენი თავდაჯერებულია და აღნიშნავს, რომ ოქტაგონზე მერაბთან საჩხუბრად ორმაგი მოტივაციით გავა და ამის საბაბიც აქვს.

„ამ ეტაპზე ამერიკას მამაკაცთა შორის მოქმედი ჩემპიონი არ ჰყავს. ამიტომაც ორმაგი ენერგიით დამუხტული ვარ და მაქსიმუმს გავიღებ, რათა ჩემს ქვეყანას საჩემპიონო ქამარი მოვუტანო.

ძალზედ საინტერესო ბრძოლას ველი. ბევრის აზრით ის ამ წონაში მსოფლიოში საუკეთესოა. მერაბი ამბობს, რომ ჩემთან დგომში იჩხუბებს, თუმცა ყველაფერი ოქტაგონზე გამოჩნდება. ბრძოლის წინ რაღაც გეგმა ყველას აქვს შემუშავებული, იქამდე სანამ სახეში დარტყმას არ მიიღებ.

ამ ბრძოლისთვის მზადების პროცესი ოდნავ განსხვავებულად წარიმართა. ინტენსიურად ვიმუშავე და საერთო ჯამში ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ნაყოფიერად მოვემზადე და ამ მნიშვნელოვან ბრძოლას კარგ ფორმაში ვხვდები“ – აღნიშნავს ამერიკელი მებრძოლი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA