გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლაურენტისი: რატომ გავყიდე კვარაცხელია?

გააზიარეთ

ნეაპოლში გაიმართა დოკუმენტური ფილმის AG4IN პრემიერა, რომელიც ნაპოლის ჩემპიონობის ისტორიულ სეზონს ასახავს. ღონისძიებას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც ესწრებოდა, რომელმაც გულშემატკივართა შეკითხვაზე ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის მიზეზი გაამართლა.

„კვარა, ჩემო ძალიან ძვირფასო კვარა… ხშირად მეკითხებით: პრეზიდენტო, რატომ გაასხვისე იანვარში? იძულებული გავხდი. არსებობს მე-17 მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს 28 წელზე ახალგაზრდ ფეხბურთელს, კონტრაქტის მესამე წლის შემდეგ კლუბი ფაქტობრივად უფასოდ დატოვოს. ფეხბურთელსა და მის წარმომადგენელს გადაწყვეტილი ჰქონდათ ნაპოლიდან წასვლა, მე კი მივიჩნიე, რომ ჯობდა იანვარში გამეყიდა და რამე მოგვეპოვებინა, ვიდრე საერთოდ არაფერი დაგვრჩენოდა,“ – განაცხადა დე ლაურენტისმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები