გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა იამალი საქართველოს წინააღმდეგ?

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. ერთ-ერთი შეხვედრა 11 ოქტომბერს, სტუმრად, ესპანეთის ნაკრებთან შედგება.

ესპანეთის მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში შესაძლოა მნიშვნელოვანი დანაკლისი დაფიქსირდეს – დიდი ეჭვია, რომ ლამინ იამალი, რომელიც 2025 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მეორე ადგილზე გავიდა, საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

18 წლის ტალანტი უკვე რამდენიმე კვირაა ტრავმის გამო ბარსელონას მატჩებს ტოვებს. კატალონიური კლუბის გეგმაშია იამალის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ, რომელიც 1 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა დაზუსტებული ვადები ჯერ არ არის და ყველაფერი ფეხბურთელის აღდგენაზეა დამოკიდებული.

ესპანურ პრესაში წერენ, რომ თუ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვო დარჩება, ბარსელონა შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად სთხოვოს, რომ ფეხბურთელი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში არ გამოიძახონ. მსგავსი პრაქტიკა აქამდე არაერთხელ განხორციელებულა და ნაკრები ხშირად უთანხმდება ტოპ-კლუბებს, რათა ფეხბურთელებმა ზედმეტი რისკის გარეშე მოახერხონ რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, არსებული ცნობებით, იამალს მომდევნო ორი შეხვედრის გამოტოვება გარანტირებული აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან რეალურია სცენარი, სადაც საქართველოსთან გამართულ მატჩში ესპანეთის ნაკრებს ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვერ ეყოლება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი