გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ლეგენდარული სალაჰი ბათუმიდან 200 კილომეტრში ითამაშებს

გააზიარეთ

ლეგენდარული ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქულ კლუბ ტრაბზონსფორში გააგრძელებს. ,,ფარაონთა” ქვეყნის შვილი ტრაბზონში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სალაჰი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან ტყუპი არველაძეების ყოფილ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლეგენდარული ფეხბურთელის წლიური ხელფასი 17 მილიონი ევრო იქნება.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან მერსესაიდულ კლუბში 9 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში უეფას ჩემპიონთა თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი მოიპოვა, ორჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, თითოჯერ კი ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი აღმართა. სალაჰს ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში 121 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 68 გოლი გატანილი.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები

  • ჯორდან ჰენდერსონი გაარისტოკრატდა

    გააზიარეთინგლისელი ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს. 36 წლის ნახევარმცველმა ,,არისტოკრატებთან” ხელი ორწლიან...

  • იულიან ბრანდტი აიაქსში გადავიდა

    გააზიარეთიულიან ბრანდტი ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელია. გერმანელმა ნახევარმცველმა ნიდერლანდურ გრანდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრანდტი ამსტერდამეკებს...

  • მაქსენ ლაკრუა არისტოკრატი გახდა

    გააზიარეთლონდონის ჩელსიმ ფრანგი ცენტრალური მცველი მაქსენ ლაკრუა დაიმატა. ,,არისტოკრატებმა” ლაკრუას სანაცვლოდ, კრისტალ პალასს დაახლოებით...

  • ვოზინია კმაყოფილია, კოლო-კოლო – უკმაყოფილო

    გააზიარეთ2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტულმა ფიგურამ, ვოზინიამ კარიერაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა....