გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

უგოლო ფრე – ყველაფერი თბილისში გადაწყდება

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონი თბილისის იბერია უეფას ევროპა ლიგის მატჩში ლარნესთან დაზავდა. შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.

შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო. ქართული კლუბი ბურთს ხშირად ფლობდა და მატჩის მიმდინარეობას აკონტროლებდა. მე-17 წუთზე იბერიამ გოლი. გაიტანა, თუმცა მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს.
მასპინძლებმა 25-ე წუთის შემდეგ თამაში დაალაგეს. 36-ე წუთზე იბერია გიორგი მაკარიძემ გადაარჩინა.
მან ერთი ერთზე დარჩენილი გრეჰემის დარტყმული მოიგერია.
43-ე წუთზე ლარნემ კიდევ ერთი საგოლე მომენტი შექმნა. ამ შემთხვევაშიც მაკარიძე მოწოდების სიმაღლეზე იყო. ქართველმა მეკარემ ახლო მანძილიდან ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდის კაპიტანის ტომას ქოსგროვუის დარტყმა გაანეიტრალა.
ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო. მათ იბერიას კართან რამდენიმე მწვავე იერიში მიიტანეს. ლარნეს ცუდი ხელოვნური მინდვრის საფარიც ეხმარებოდა. იბერიას შემთხვევაში კი თავი დაღლილობამ იჩინა.
დარჩენილ დროში ლარნე ბევრს ეცადა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ყველაფერი თბილისში 11 აგვისტოს, გადაწყდება.

ევროპა ლიგა
პირველი მატჩი.
ლარნე, ,,ინვერ პარკი”

ლარნე 0:0 იბერია 1999
ლარნე: ფერგიუსონი, ქოლგროუი, ბენტი, რიდლი, დონელი, დოჰერტი (75′ სიმპსონი) გალაჰერი, გრეჰემი, სლოუნი (65′ მაკენეფი), ლასტი (75′ ოჰარა), გიბსონი (65′ ო’ ნილი)
მთავარი მწვრთნელი: ჰევერონი.

იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე, სულიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, კუცია (78′ ალჰასანი), ნაჭყებია, ბართიშვილი (59′ ძაგანია), სიხარულაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი