გამოგვიწერეთ

ძიუდო

ლიპარტელიანი: დედა წინააღმდეგი იყო, ბებო კი…

გააზიარეთ

ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ოჯახსა და კარიერის გზაზე ისაუბრა და განსაკუთრებით ბებია მოიგონა, რომელიც მისი მთავარი მხარდამჭერი იყო.

„ბავშვობაში ბებო სულ მარწმუნებდა, რომ არასოდეს დავნებებულიყავი. მეუბნებოდა, ჯერ კარიერაზე იფიქრე და ოჯახი მერე შექმნეო. დედა წინააღმდეგი იყო, რომ სპორტს გავყოლოდი, მაგრამ ბებო ყოველთვის გვერდით მედგა. საოცარი ქალი იყო – ახალგაზრდობაში ცხენით დაჯირითობდა, იარაღიც თან ჰქონდა და კაცებს აშინებდა კიდეც. ალბათ ოცი სხვადასხვა სამსახური მაინც გამოუცდია. ძალიან ენერგიული და ჭკვიანი ადამიანი იყო,“ – იხსენებს ლიპარტელიანი.

სპორტსმენის თქმით, ბებიამ მისი უდიდესი წარმატება ვეღარ იხილა:

„95 წელი იცოცხლა. ჩემს მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ მოესწრო, თუმცა მანამდეც ბევრჯერ გავახარე. სულ ლოცულობდა – დილა-საღამოს ღმერთს სთხოვდა, გთხოვ, ეთოს მსოფლიოს ჩემპიონობა დაანახეო. როდესაც ეს ტიტული მოვიპოვე, სწორედ ბებო დამიდგა თვალწინ. ყოველ ტურნირზე მახსენდება, როგორ ლოცულობდა ჩემთვის.“

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ძიუდო