გამოგვიწერეთ

ძიუდო

ლიპო და შავი ევროპის ჩემპიონები არიან

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას ორი მედალი მოიპოვა. გუშინ, გიორგი სარდალაშვილის (60კგ) ვერცხლის მედალს, დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73) და ეთერ ლიპარტელიანმა (57) ოქროები მიუმატეს.

ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. თავიდან იუკოთი მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ ეთო არ გატყდა, ბოლომდე იბრძლა და 15 წამით ადრე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო. თუმცა, ლიპარტელიანი მანამდე მსოფლიოს ჩემპიონიც გამხდარა.

ლიპარტელიანმა ფინალამდე ჯერ ნორვეგიელი ელის ბოერაასი ოთხი იუკოთი დაამარცხა, შემდეგ მერვედფინალში იტალიელი ვერონიკა ტონიოლოს მოუგო, მეოთხედფინალში რუს ქსენია გალიცკაიას აჯობა, ხოლო ნახევარფინალში – სერბ მარისა პერიშიჩს.

შავდათუაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაეჭიდა, დამატებითი დროის მეექვსე წუთზე გაფრთხილებების ხარჯზე დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა.

მედლისკენ მიმავალ გზაზე შავდათუაშვილმა ჯერ ფინელი ოლინი დამატებით დროში დაამარცხა, შემდეგ რუმინელ დუმიტრეკუს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში კოსოვოელ აკილ გიაკოვას მოუგო, ნახევარფინალში კი, ჩვენებურმა ფრანგი ჟან-ბენჯამინ გაბა დაამარცხა.

ამავე წონაში მიხეილ ბახბახაშვილმა უნგრელი დანიელ სეგედი დაამარცხა, მეორე ჯახში ჩეხეთის სახელით მოასპარეზე კარიმოვს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში თურქ ჩილოღლუსთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ტურნირზე პირველივე დაპირისპირება დათმეს ნინო ლოლაძემ (57) და ნინო წიკლაურმა (63).

18 აპრილს იჭიდავებენ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია (ორივე 70); ტატო გრიგალაშვილი (81), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90).

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ძიუდო