გამოგვიწერეთ

ძიუდო

საქართველო ორი ოქროსთვის და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს. აქედან ორი გარანტირებულია, რადგან ჩვენი ძიუდოისტები ფინალს იჭიდავებენ.

ტატო გრიგალაშვილს (81კგ) ფინალში გასასვლელად ოთხი მოწინააღმდეგის ჩამორრება მოუწია: ჯერ ავსტრიის სახელით მოჭიდავე მაგომედ ბორჩაშვილი დაამარცხა, შემდეგ ბერძენი არის ზარაგკასს დამატებით დროში იუკოთი აჯობა, მეოთხედფინალში ფინელ ეეტუ იამანაკს მოუგო, ნახევარფინალში კი – აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის გრიგალაშვილის მეტოქედ რუსი ტიმურ არბუზოვი იქნება.

ფინალშია ლუკა მაისურაძე (90), ვინაც ჯერ ებრაელი რეემ ზილბერშტეინი დაამარცხა, შემდეგ სერბი ისლამ სოგენოვი, ბულგარელი ივაილო ივანოვი და ბელგიელი ალექს გრეტი მიყოლა. მაისურაძის მეტოქე ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი იქნება.

სწორედ მაიდოვმა არ მიუშვა ფინალამდე ლაშა ბექაური, ვინაც მანამდე იტალიელი კენი ბედელი, მოლდოველი მიხაილ ლატიშევი, ბელარუსი იგორ ვარაპაუ დაამარცხა. ლაშამ მაიდოვთან ნახევარფინალში წააგო და მესამე ადგილისთვის ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგიაპ ჰანბოუს დაეჭიდება.

დღესვე ნინო გულბანმა (70) სამირა ბოკი კი დაამარცხა, მაგრამ ირენ პედროტისთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ამავე წონაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მარიამ ჭანტურია.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ძიუდო