გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლუკა ხარატიშვილის წარმატებული დებიუტი ჩეხეთში

გააზიარეთ

ლუკა ხარატიშვილმა პარდუბიცეს ძირითადში პირველი მატჩი ჩეხეთის თასზე გამართა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.

22 წლის მეკარე, რომელიც ზაფხულში დინამო ბათუმიდან გადავიდა, 1/16 ფინალში ფრიდეკ-მისტეკს დაუპირისპირდა. ხარატიშვილმა მეშვიდე წუთზე გოლი გაუშვა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე გადამწყვეტი ბურთი მოიგერია. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც პარდუბიცემ 2:1 გაიმარჯვა.

გადამწყვეტ მომენტში, ბოლო წუთებზე, ქართველმა მეკარემ საოცარი სეივი გააკეთა, რასაც კლუბის ოფიციალური ვებ გვერდიც გამოხმაურა.

პარდუბიცე ჩემპიონატში რთულ მდგომარეობაშია – რვა ტურის შემდეგ მხოლოდ სამი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

ხარატიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს ტეპლიცესთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები