გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

პსჟ-ს მორიგი ლიდერი გამოაკლდა

გააზიარეთ

პსჟ, რომელიც გასულ სეზონში ყველა ტიტულის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიცაა, ახალ სეზონში უმძიმესი მდგომარეობის წინაშე დგას. გუნდს რამდენიმე საკვანძო მოთამაშის დაკარგვა მოუწია – უსმან დემბელე, დეზირე დუე და ჟოაო ნევეში დაზიანებების გამო მინიმუმ ორი თვით ვერ დაეხმარებიან პარიზულ კლუბს.

სიტუაციას ამძიმებს კაპიტნის, მარკინიოსის ტრავმაც – ბრაზილიელმა მცველმა ბარძაყის სერიოზული დაზიანება მიიღო და მინიმუმ სამი-ოთხი კვირა ვერ იასპარეზებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მოთამაშეთა ხშირი ტრავმები უკავშირდება არა მარტო ინტენსიურ სეზონს, არამედ მოკლე შვებულებასაც. პარიზელებმა გასულ წელს ყველა ტურნირში იასპარეზეს, ზაფხულში კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალიც ითამაშეს. საბოლოოდ, ფეხბურთელებმა მხოლოდ ათდღიანი დასვენება მოასწრეს და შემდეგ კლუბში დაბრუნდნენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი