
თბილისში, UEFA-ს მეოთხე კატეგორიის, 70 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე 876 000 000 (რვაასსამოცდათექსვმეტი მილიონი) ლარიანი ტენდერი გამოცხდდა.
მთლიანი პროექტი ძალიან დიდია და ყველაფერს ვერ გადმოგცემთ, ეს უფრო შემსრულებლებს დააინტერესებთ. ჩვენ მოკლედ აღვწერთ, თუ რა სამუშაოები იქნება გასაკეთებელი.
დავალებით გათვალისწინებულია 70 000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი სტადიონის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მასთან დაკავშირებული თანმდევი ინფრასტრუქტურის – საშხაპეების, გასახდელების, პრესის და VIP სივრცეების, სადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების სრულყოფილ გეგმას.
პროექტის განხორციელების ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს პროექტირებას, სამშენებლო სამუშაოების სრული მოცულობის შესრულებას, ყველა საჭირო სამუშაოს, მასალის, აღჭურვის, შრომისა და შესაბამისი ხარჯების ჩათვლით, სანებართვო მოსაკრებლებს, კომუნიკაციების (გაზი, დენი, წყალი და სხვა) დაერთების მოსაკრებლებს, პროექტირებისა და მშენებლობის ეტაპზე საჭირო ექსპერტიზების ხარჯებს.
პროექტირების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს მშენებლობისათვის განსაზღვრული საორიენტაციო ბიუჯეტი. ყველა ტექნიკური, არქიტექტურული ან საინჟინრო გადაწყვეტა უნდა შეირჩეს ისე, რომ უზრუნველყოს პროექტის იმპლემენტაცია ბიუჯეტის გადაჭარბების გარეშე.
სტადიონის სრული მშენებლობა უნდა დასრულდეს 51 თვეში:
I სტადია: პროექტირება და მშენებლობის ნებართვა – 15 თვე. აქედან 13 თვე საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და ექსპერტიზა, ხოლო ორი თვე სანებართვო პროცედურები;
II სტადია: მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება – 36 თვე, აქედან 33 თვე მშენებლობა და ტესტირება, ხოლო სამი თვე ექსპლუატაციაში მიღება;
გეტყვით იმასაც, რომ ტერიტორია მდებარეობს აეროპორტის მთავარი ტერმინალის შენობიდან დაახლოებით 2 800 მეტრში და დაახლოებით 16 კმ (30 წუთი) თბილისის ცენტრიდან.
მიწის ნაკვეთი აღმოსავლეთით ესაზღვრება ევროპის ქუჩას, სამხრეთით – თბილისის აეროპორტის სარკინიგზო ხაზს, დასავლეთით – ლუგარის ლაბორატორიას, ხოლო ჩრდილოეთით – კახეთის გზატკეცილს.
ამჟამად ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლებიდან, თბილისის მიმართულებიდან. არ არსებობს პირდაპირი მისასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან. იმისთვის, რომ ღონისძიების დღეებში ტერიტორიაზე შეუფერხებელი შესვლა და გამოსვლა მოხერხდეს, აუცილებელია აშენდეს სპეციალური კვანძი კახეთის გზატკეცილზე, რაც უზრუნველყოფს ორმხრივი მოძრაობის შეუზღუდავ კავშირს ტერიტორიასთან (სტადიონის ტენდერის შესყიდვის ფარგლებში აღნიშნული კვანძის მხოლოდ პროექტირებაა გათვალისწინებული).
არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით, ტერიტორია შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ავტომობილებითა და ავტობუსებით, ასევე მატარებლებით.
პროექტში ისიც აღნიშნულია, რომ სტადიონი უნდა ასახავდეს საქართველოს დამოკიდებულებას სპორტისადმი და ქვეყნის სტუმართმოყვარეობას. ეს უნდა იყოს ქვეყნისთვის სანიმუშო ადგილი, რომელიც შეძლებს უმასპინძლოს მსოფლიო კლასის კლუბებს, საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ფინალებს, ისევე როგორც მნიშვნელოვან ღონისძიებებს. სტადიონი განკუთვნილი იქნება პროფესიონალური ფეხბურთის, რაგბის, კონცერტების, სხვა ღონისძიებების ჩატარებისა და დასვენებისთვის.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 3 საათის agoლიპო და შავი ევროპის ჩემპიონები არიან
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას ორი მედალი მოიპოვა. გუშინ, გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 6 საათის agoსაქართველომ მეტოქედ ბაჰრეინი მოძებნა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს ორ მატჩს ითამაშებს. ერთი აქამდეც ცნობილი იყო, მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 7 საათის agoორი მედალი გარანტირებულია, ველოდებით ოქროებს
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი მედალი განაღდებული აქვს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი