გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამარდა სკამზე, მაგრამ წინ მთელი სეზონია

გააზიარეთ

ინგლისური საფეხბურთო სეზონი ტრადიციულად სუპერთასის შეხვედრით გაიხსნა. თასის მფლობელი კრისტალ პალასი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის ჩემპიონ ლივერპულს დრამატულ მატჩში სძლია. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, გამარჯვებული კი თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა.

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ შეხვედრაში მოედანზე არ გასულა და სათადარიგოთა შორის იყო. მიუხედავად ამისა, ლივერპულური მედია ვარაუდობს, რომ სეზონის მსვლელობისას ის ალისონ ბეკერის სერიოზულ კონკურენტად ჩამოყალიბდება. ბრიტანულ პრესაში ასევე იხსენებენ, რომ გასულ სეზონში ალისონის სამთვიანი ტრავმის პერიოდში მეორე მეკარე კევინ კალაჰერმა თავი ღირსეულად გამოიჩინა, ხოლო ახლა „წითლებს“ კიდევ ერთი მაღალი დონის კიპერი ჰყავთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება გუნდის დასახმარებლად.

მამარდაშვილის მიზანი აშკარაა – დაამტკიცოს, რომ შეუძლია ლივერპულის პირველი მეკარის სტატუსის მოპოვება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები