გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი

გააზიარეთ

ლეილა მესხის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ ქალთა, ზოგადად ქართული ჩოგბურთის გამორჩეული ფიგურაა დიდი სლემების ძირითად ბადეში იშვიათად, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლები მაინც გვყოლია.

ერთ-ერთი მათგანი ნიჭიერი ქართველი მეჩოგნე მარიამ ბოლქვაძეა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საჩოგბურთო სამყაროს თავი ამერიკის ღია პირველობაზე დამაჯერებელი თამაშით დაამახსოვრა. US OPEN-ამდე ჯერ საკმაო დროა და სამეფო სპორტის მოყვარულები უიმბლდონისთვის ემზადებიან, სადაც უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გახურებულა.

ჰოდა, მარიამ ბოლქვაძემაც პირველი წრე წარმატებით გადალახა და უიმბლდონის მთავარი ბადისკენ ერთი მსუყე ნაბიჯი გადადგა. მსუყეო იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენებურს სტარტზევე საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ამერიკელი ჩოგბურთელის ვარვარა ლეფჩენკოს წინააღმდეგობა უნდა დაეძლია. ასეც მოხდა და მან მეტოქეს ორ სეტში – 7:5, 6:4 აჯობა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძის მეტოქე რეიტინგის 178-ე ნომერი შვეიცარიელი კოლინ ნაეფი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი