გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

მოგება, წაგება და იმედი

გააზიარეთ

საჩოგბურთო ამქარში ბალახის სეზონი უკვე გვარიანად გახურდა, რომლის გვირგვინიც, ცხადია, უიმბლდონის მეიჯორი იქნება, რომელიც სტარტს სულ რამდენიმე დღეში აიღებს.

ნაწილი ჩოგბურთელებისა უიმბლდონის წინა ATP-ის თუ WTA-ს შეჯიბრებებშია ჩართული, უმეტესობა კი თავად აღნიშნული დიდი სლემის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ირჯება და ლამობს ძირითად ბადეში მოხვედრას.

იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც დიდ სლემზე ერთბაშად სამმა ქართველმა რომ იასპარეზა და არცთუ წარუმატებლად. გარკვეული პაუზის შემდეგ იგივე ამჟამადაც განმეორდა და უიმბლდონის საოცარ კორტებზე ერთბაშად სამი ჩვენებური მეჩოგნე გამოჩნდა. უფრო სწორად, ჯერ ორმა გაიქნია ჩოგანი, ერთმა კი მომავალი მეტოქე შეიტყო.

საბა ფურცელაძით დავიწყოთ, ვისაც არა მხოლოდ უიმბლდონზე, ზოგადად მეიჯორზე ჰქონდა დებიუტი. სამწუხაროდ ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზევე მარცხი იწვნია. ახალგაზრდა ნიჭიერი ჩოგბურთელი შვეიცარიელ დომინიკ სტრაიკერთან ორ სეტში – 3:6, 2:6 დამარცხდა. იმედი ვიქონიოთ, რომ საბა ფურცელაძე დიდ სლემებზე კვლავ არაერთხელ გამოჩნდება და უფრო წარმატებულადაც.

იყო დრო, ნიკოლოზ ბასილაშვილი სლემებზე პირდაპირ ძირითად ბადეში იჯდა, მაგრამ ამჯერად მას საამისოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე გარჯა უწევს. გამოცდილ ქართველ ჩოგბურთელს პირველი წრის გადასალახად საკმაო ოფლის ღვრა დასჭირდა და 22 წლის ესპანელ პაბლო ლამას რუისს ოდენ სამ სეტში – 6:3, 4:6, 6:3 მოუგო. მისი მომდევნო მეტოქე ჰონკონგელი კოლემან ვონგი იქნება.

რაც შეეხება მესამე ჩვენებურს, ის მარიამ ბოლქვაძეა. მისი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე მეტად გამოცდილი ამერიკელი ჩოგბურთელი ვარვარა ლეფჩენკო იქნება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი