გამოგვიწერეთ

სხვა...

მარიამ მარშავა ევროპის ჩემპიონია

გააზიარეთ

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მარიამმარშავამ სოლო ტურნირის ფინალში, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, ჩეხი ვიქტორია სინდლეროვა დაძაბულ და დრამატულ პაექრობაში 15:13 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მარშავასთვის ევროპის ჩემპიონობა უცხო არაა, რადგან შარშანაც იზეიმა ანალოგიური წარმატება. თუმცა, მაშინ ეს გუნდურ შეჯიბრში მოახერხა, ამჯერად კი, პირადში გაიმარჯვა.

იმასაც გეტყვით, რომ ბურგასში ეს მისთვისაც მეორე მედალია. ასევე მეორეა ჩვენი ორკაციანი ახალგაზრდული ნაკრებისთვისაც. მარშავამ და გიორგი მუმლაძემ მიქსში ბრინჯაო მოიპოვეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სხვა...