გამოგვიწერეთ

სხვა...

ქართველი მშვილდოსნების ევროპული წარმატება

გააზიარეთ

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მშვილდოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე გაიმართა და საქართველოს ქალთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს მედალი ციკო ფუტკარაძემ, სალომე ხარშილაძემ და გვანცა არჩვაძემ მოუტანეს. ქართველმა მშვილდოსნებმა პირველ წრეში მასპინძელ ბულგარეთს 5:3 მოუგეს, ნახევარფინალში იმავე ანგარიშით იტალიის გუნდს აჯობეს და ფინალში გავიდნენ.

გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველების მეტოქე მოლდოვის ნაკრები იყო. ოთხი სეტის შემდეგ ანგარიში თანაბარი (2:2) იყო. თუმცა, დამატებით სეტში უფრო ზუსტად მოლდოველებმა ისროლეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სხვა...