გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მარსელინო -დღეს ცოტა იღბალი დაგვაკლდა

გააზიარეთ

მე-18 ქართული გოლი მეთვრამეტე წუთზე. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ვილიარელი შინაურ კელდებში იუვენტუსს 2:2 დაუზავდა, ხოლო ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. როგორც უკვე ვთქვით, ეს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მეთვრამეტე გახლდათ.

მატჩის შემდეგ ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი მარსელინო კმაყოფილი ჩანდა და განვლილი მატჩიც ემოციურად შეაფასა.

„უჩვეულო განცდა მაქვს. იუვენტუსი მსოფლიო დონის გუნდია და თანაბრად ვეთამაშეთ. უფრო მეტიც შეგვეძლო, ვიდრე ფრე, მაგრამ ეს ფეხბურთია. პირველ ტაიმში არაერთი ხელსაყრელი შანსი გავუშვით. ასეთ თამაშში კონცენტრაცია არ უნდა დაკარგო, ჩვენ კი მხოლოდ 10 წუთი მოვდუნდით და მეტოქემაც უმალ ისარგებლა. მიუხედავა ამისა ბოლომდე ვიბრძოლეთ და დამსახურებული ქულა ავიღეთ.

მინდა გითხრათ, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ. ჩვენ სული, ამბიცია და ჟინი ვაჩვენეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ წინ არაერთი მატჩია და ნებისმიერ გუნდს შეგვიძლია მედგარი წინააღმდეგობა გავუწიოთ.

ვფიქრობ, ორ მატჩში ერთ ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ეს არის რაც არის. რთული სტარტი გამოგვივიდა. დღეს კი ცოტა იღბალიც დაგვაკლდა“ – აღნიშნა ესპანური გუნდის დამრიგებელმა.

ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალი მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს ისევ საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი