გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჰანსი ფლიკი – პსჟ სხვა დონეა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ცენტრალური დაპირისპირება უდავოდ ბარსელონას და პსჟ-ს ჯახი გახლდათ, რომელშიც სტუმრებმა სოლიდური დანაკლისის მიუხედავად სამი ქულის აღება მაინც მოახერხეს.

ხვიჩა კვარაცხელიას, უსმან დემბელეს, დეზირე დუეს და კიდევ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად ლუის ენრიკეს გაწრთვნილმა გუნდმა კატალონიელებს 2:1 მოუგო და ვერც იმას ვიტყვით დაუმსახურებლადო.

მატჩის შემდეგ ბარსელონას დამრიგებელი ჰანსი ფლიკი იმედგაცრუებული ჩანდა:

„საუკეთესო თვისებები ვერ წარმოვაჩინეთ, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით პსჟ-ს დონეზე არ ვართ.

წავაგეთ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. ჩემი გუნდის მჯერა. მომდევნო მატჩებში ვეცდებით ხასიათი გამოვისწოროთ, ამისთვის კი ხარისხიანად უნდა ვივარჯიშოთ“ – აღნიშნავს ბარსელონას გერმანელი მთავარი მწვრთნელი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები