გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სანიოლის 25 – ამჯერად დებიუტანტის გარეშე

გააზიარეთ

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები კარს მოგვადგა. ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 11 და 14 ოქტომბერს ჯვაროსნებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით. ვილი სანიოლის შეგირდები ქალაქ ელჩეში ჯერ ესპანეთს, ხოლო შემდეგ იზმითში თურქეთს დაუპირისპირდებიან.

ჩვენი ეროვნული გუნდი 6 ოქტომბერს, ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბება და 11 ოქტომბრის მატჩისთვის იქ მოემზადება.

პირენეელებთან ჯახის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უკვე თურქეთში გაემგზავრება. შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩს როგორც უკვე ავღნიშნეთ ქართველი ფეხბურთელები სტამბულთან ახლოს ქალაქ იზმითში გამართავენ.

მოახლოებული მატჩებისთვის ვილი სანიოლიმ 25 ფეხბურთელს უხმო და ჩამონათვალში დებიუტანტები არ არიან.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ლუკა ლოჩოშვილი (ნიუნბერგი, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰეიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი