გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

მასპინძელი დამარცხებულია, შემდეგი ყაზახია

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალი ჩელენჯერის 1/4 ფინალშია. ამერიკაში, სამტერის 125 ათასიან ტურნირზე მოგახსენებთ, რომელიც წლეულს პირველად იმართება.

არც ისე დიდი ხნის წინ ქართველ ჩოგბურთელს შესაძლოა აღნიშნული ტიპის ჩელენჯერებზე მონაწილეობა ეთაკილა, რადგან რეიტინგის ოცეულში გახლდათ, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა და ბასილაშვილსაც პოზიციების გამყარება შედარებით დაბალი დონის ტურნირებზე უწევს.

ამით, სამტერის ტურნირის მეორე წრეში მის მძიმე, მაგრამ მაინც გამარჯვებას სულაც არ ვაკნინებთ, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა მერფი კასონესთან მოიპოვა. ბასილაშილმა რეიტინგში 173-ე ადგილზე მყოფი ამერიკელი მეჩოგნე სამ სეტში – 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა.

ნახევარფინალის საგზურისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახ ალექსანდრე შევჩენკოს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი