გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

წარმატებული სტარტი ახალ ტურნირზე

გააზიარეთ

ATP-ის კალენდარში ახალი ტურნირი გაჩნდა, სამტერის ჩელენჯერი. ცხადია, ამაზე დიდად ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არა ერთი გარემოება – აღნიშნულ შეჯიბრში ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობს და პირველი წრეც წარმატებით გადალახა.

ქართველმა ჩოგბურთელმა სასტარტო დაპირისპირება კრისტოფერ ეუბანსკს მოუგო, რომელიც ჩვენებურს მართლაც რომ დაბრიყვებული ჰყავს. თავად განსაჯეთ, ურთიერთშეხვედრების ანგარიში 5:0 გახლავთ ბასილაშვილის სასარგებლოდ. ჩვენებურმა ამერიკელს ცინცინატის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აჯობა.

რაც შეეხება კონკრეტულად სამტერის ჩელენჯერს, ბასილაშვილმა ეუბანსკს სამ სეტში – 6:3, 3:6, 7:5 მოუგო და მომდევნო წრეში მეტოქის მოლოდინშია.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ სამტერის ჩელენჯერი 125 ქულიანი ტურნირია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი