გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მექვაბიშვილმა საოცნებო ჩემპიონატი დაასახელა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე სტუმრად ესპანეთის წინააღმდეგ შესახვედრად ემზადება. გუნდი უკვე ალიკანტეშია, სადაც მოახლობული მატჩის წინ მზადება აქტიურ ფაზაშია.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა მადრიდულ გამოცემა მარკასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

“ესპანეთის წინააღმდეგ ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა დიდი პატივია, ამავდროულად კი დიდი მოტივაციაც, რადგან რეგულარულად ამ დონეზე თამაში შევძლო.

ესპანეთის წინააღმდეგ თამაში უდიდესი გამოწვევაა, განსაკუთრებით კი იმ დონის ფეხბურთელთან, როგორიც პედრია. ის ესპანეთის განსაკუთრებულობასა და სტილს იდეალურად წარმოაჩენს.

ეს ქვეყანა და მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. ჩემი ოცნებაა, იმ ქართველი ფეხბურთელების გზას გავყვე, რომლებმაც ლა ლიგაში თავისი სიტყვა თქვეს”, – განაცხადა ანზორმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები