გამოგვიწერეთ

ნაკრები

მეხუთედ ირლანდიასთან: ახალგაზრდული მსოფლიო იწყება

გააზიარეთ

ხვალ, იტალიაში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები ტურნირის პირველ შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. გთავაზობთ საინტერესო  ფაქტებს ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით.

  • საქართველოსა და ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 3 მატჩი ირლანდიის გამარჯვებით დასრულდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე ერთადერთხელ 2018 წელს დაამარცხეს (24:20) 
  • ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 5 მოგება; 1 ფრე 
  • ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდია ნახევარფინალში იყო 
  • საქართველომ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის 6 მატჩიდან 3 მოიგო
  • საქართველო  შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩში საშუალოდ 21.8 დომინანტ ბოჭვას აკეთებდა, რაც  ტურნირზე საუკეთესო შედეგი იყო

საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 20 საათზე გაიმართება. ირლანდიის გარდა, ლადო კილასონიას გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ახალ ზელანდიასთან და იტალიასთან მოუწევს თამაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები