გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მთავარი კითხვა – როდის ითამაშებს მამარდაშვილი?

გააზიარეთ

პრემიერლიგის 2025-26 წლების სეზონი ნელ-ნელა ძალებს იკრებს. აგერ უკვე ხუთი ტურიც უკან დარჩა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურ მატჩებში მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა.

ცხადია, ქართველი ქომაგის ინტერესის საგანს სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს. საქართველოს ნაკრების კიპერი სათადარიგოთა სკამზე საჯდომად არ გვემეტება. აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან ჩვენი ბრიტანელი კოლეგებიც.

პოპულარული გამოცემა Daily Mail წერს, რომ 24 წლის ქართველი მეკარის ოფიციალური დებიუტი ლივერპულში 23 სექტემბერს ლიგის თასზე შედგება.

„გიორგი მამარდაშვილის შეძენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბჭობდნენ უნდა დარჩეს თუ არა ალისონი გუნდის ძირითად მეკარედ.

ფაქტია, რომ უკვე ხუთი ტური მიილია და წითლების კარს ყველაში ბრაზილიელი მეკარე იცავდა. ალბათ ასე იქნება ევერტონთან დერბიშიც, ხოლო მამარდაშვილი სადებიუტო მატჩს ლიგის თასზე საუთჰემპტონის წინააღმდეგ ითამაშებს“ – აღნიშნავს ბრიტანული ტაბლოიდი.

აღდგომა და ხვალეო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები