გამოგვიწერეთ

MMA

“მივდივარ თუ არა UFC-დან?” – რომან დოლიძის პასუხი

გააზიარეთ

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ, ენტონი ერნანდესთან გამართული დაპირისპირების შემდეგ, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა. სპორტსმენმა ინსტაგრამზე პოსტი გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს, მიუხედავად მცირე დაზიანებისა.

„მეგობრებო, მცირე ტრავმა მაქვს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. MMA ასეთია – ყოველთვის ვერ მიდის ყველაფერი გეგმის მიხედვით. მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით ხართ, მადლობა მწვრთნელებს. ამ ბრძოლამდე ახალი კონტრაქტი გავაფორმე, ასე რომ ნურავის უსმენთ – არსად წასვლას არ ვაპირებ! ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს – ეს მხოლოდ ერთი ბრძოლაა. ძალა ერთობაშია. მალე შევხვდებით საქართველოში!“ – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპორტსმენმა ორგანიზაციას წასვლის თაობაზე შეატყობინა, თუმცა ეს საბოლოოდ სიცრუე აღმოჩნდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA