გამოგვიწერეთ

MMA

UFC-ის უხეში შეცდომა რომან დოლიძის გამოსვლისას

გააზიარეთ

10 აგვისტოს გამართულ ბრძოლაში რომან დოლიძე ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდა და მეოთხე რაუნდში წააგო.

თუმცა მედიასა და გულშემატკივრებში განხილვის საგანი არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ UFC-ის მიერ დაშვებული უხეში შეცდომა გახდა. როდესაც დოლიძე ოქტაგონში გამოდიოდა, ეკრანზე მისი წარსადგენი ტექსტი გამოჩნდა, სადაც ეწერა, რომ იგი UFC-ის მხოლოდ სამი ქართველი მებრძოლიდან ერთ-ერთია.

რეალურად კი ამ დროისთვის ორგანიზაციაში 5 ქართველი იბრძვის: ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე და ალექსანდრე თოფურია. უახლოეს მომავალში მათ რიგებს ლევან ჩოხელიც შეუერთდება, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ დებიუტი სულ მალე ექნება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA