
შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა იტალიურ ძებრესთან 17 იანვარს ავჭალაზე გასამართი ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
გასულ შაბათს მონტობანის ბონუს-ქულით დამარცხების შემდეგ, შავ ლომს ფლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა. ამისათვის კი, რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი. იმისათვის, რომ პირველად ისტორიაში ფლეი ოფის საგზური მოვიპოვოთ, იტალიელებს თბილისში ბონუს-ქულით უნდა ვძლიოთ. თანაც ისე, რომ სტუმრებმა ქულაც ვერ აიღონ. თუ ძებრემ ოთხი ლელოს გატანა მოახერხა, მაშინ 33-ქულიანი სხვაობით უნდა ვძლიოთ.
თეორიულად, არსებობს ირლანდიური კონახტის გადასწრების შანსიც, მაგრამ დასკვნით ტურში უმოტივაციო აუტსაიდერ მონტობანს მასპინძლობს და დიდი ალბათობით გამარჯვებასაც მოიპოვებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულ-იტალიური სარაგბო დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა, თამაშიც საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. განვლილ ორ სეზონში შავი ლომი მუდამ ახერხებდა მინიმუმ ერთი თამაშის მოგებას და ახლა ამ შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი აქვს. შეგახსენებთ, ძებრე იმ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის ბინადარია, სადაც შავი ლომის მოხვედრა ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მოტივაციისთვის ესეც მნიშვნელოვანი არგუმენტია.
ძებრესთან 2025 წლის სექტემბერში ამხანაგური თამაში გავმართეთ და იტალიაში მასპინძლებმა 26:12 გაიმარჯვეს, ახლა კი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რევანშის შესაძლებლობა გვექნება.
ორი ცვლილებით და დებიუტანტით
მონტობანთან გამარჯვებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. დამწყებთა შორის ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა შალვა აფციაური, რომელიც ლუკა თაყაიშვილს შეცვლის. მის ნაცვლად მარქაფაში გამოჩნდა პოტენციური დებიუტანტი რომა მახათაძე, რომელიც გუნდს ბათუმიდან შეუერთდა. მარქაფაში ვიხილავთ ბურჯ ნიკოლოზ ხატიაშვილს, რომელიც გიგა კობახიძეს ჩაანაცვლებს.
კაპიტნის ვარჯიში
თამაშამდე ერთი დღით ადრე შავმა ლომმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. გენერალური რეპეტიციის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა მარკო ბორტოლამიმ და კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა მოლოდინებზე ისაუბრეს.
მარკო ბორტოლამი:
„კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. გასული თამაშის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო ენერგია აღგვედგინა. ძებრესთან უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ვარჯიშებისას ამას დიდი ყურადღება დავუთმეთ. მოუთმენლად ველოდები თუ როგორ ითამაშებენ ბიჭები საკუთარი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრების წინაშე“.
მიხეილ ბაბუნაშვილი:
„წინა კვირაში მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ახლაც ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. გვაქვს შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბიჭები მოტივირებულები არიან და ვემზადებით გამარჯვებისთვის.
ძებრე დიდი ხანია ძლიერ ჩემპიონატში, მაღალი დონის გუნდებთან რეგულარულად თამაშობს. მათთან სექტემბერში ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ და იქ გამოჩნდა, რომ ამ გუნდთან გამარჯვება შეგვიძლია. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, რაც დიდი მოტივაციაა და მაყურებელს ვთხოვ გვერდში დაგვიდგეს. ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს განწყობაზე“.
შავი ლომის შემადგენლობა
ხაზი: შალვა აფციაური, აკაკი ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, სანდრო თოდუა, ლუკა ცირეკიძე, თენგიზ პერანიძე;
შერკინება: ვასილ კაკოვინი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი სინაურიძე;
მარქაფა: თამაზ ჭამიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი კერვალიშვილი; გიორგი სპანდერაშვილი, ზაურ ლუტიძე, რომა მახათაძე.
იხილე მეტი
-
ხელბურთი
/ 43 წუთი agoბრძოლა და მარცხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან
გააზიარეთევროპის ჩემპიონატი სასტარტო მატჩი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ხორვატიის ნაკრებს ეთამაშა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ზამთრის სახეობები
/ 3 საათის agoნიკა ეგაძის ევროპული და ისტორიული ოქრო
გააზიარეთნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. შეფილდში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
წყალბურთი
/ 4 საათის agoსაქართველო იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
გააზიარეთბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო და საქართველოს ნაკრები იტალიასთან 14:16 დამარცხდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი