გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო ექვსი ერის ფესტივალზე მესამედ ითამაშებს

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები გაზაფხულზე საფრანგეთში გაემგზავრება და ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

შარშანდელის მსგავსად ფესტივალი წელსაც საკურორტო ქალაქ ვიშში გაიმართება და საქართველო ტრადიციულად სამ მატჩს გამართავს.

ფესტივალი 3 აპრილს საქართველოსა და საფრანგეთის შეხვედრით იხსნება, 7 აპრილს ინგლისს, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიას ვეთამაშებით. ზემოთ ნახსენები გუნდების გარდა ფესტივალში ირლანდია, უელსი, იტალია და ესპანეთი მიიღებენ მონაწილეობას.

ექვსი ერის ფესტივალზე საქართველომ პირველად 2024 წელს ითამაშა და მაშინ საფრანგეთი (20:19) დაამარცხა, შოტლანდიასთან (14:22) და ინგლისთან (19:26) კი წააგო. ტიერ 1-ის გუნდებს შარშანაც დიდი ბრძოლა გავუმართეთ, მაგრამ ფესტივალი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ: იტალიასთან 24:37, უელსთან 10:17 და ირლანდიასთან 21:26.

წლევანდელ ფესტივალზე ჩვენი გუნდი განახლებული სამწვრთნელო შტაბით მიდის. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაინიშნა. სამწვრთნელო შტაბს დაემატნენ ასევე ვეტერანი ბორჯღალოსნები – შალვა მამუკაშვილი (აუტის მწვრთნელი) და ირაკლი ყიასაშვილი (შეტევის მწვრთნელი). გუნდთან ერთად რჩებიან შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები