
ვეტერანი ბორჯღალოსანი მიხეილ ნარიაშვილი საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. „ნარო“ გუნდის მომზადებაში პიერ-ანრი ბრონკანსა და მარკო ბორტოლამის დაეხმარება.
პარალელურად, 35 წლის სპეციალისტი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელად რჩება, სადაც ბოლო პერიოდში მუშაობდა.
ქუთაისის აიას აღზრდილმა მარცხენა ბურჯმა კარიერის უდიდესი ნაწილი ტოპ 14-ის მონპელიეში გაატარა და გუნდის აღმავლობის ერთ-ერთი შემოქმედი გახდა. ფიზიკური ძალით გამორჩეული პირველხაზელმა უმაღლეს დონეზე 12 წელი (2010-22) ითამაშა და კლუბის მაისურით 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მისი სანაკრებო დებიუტი 2012 წელს ესპანეთთან შედგა და ბორჯღალოსნების კვართი 75 მატჩში (2 ლელო) მოირგო. არის სამი მსოფლიო თასის მინაწილეა (2015, 2019, 2023). მიხელ ნარიაშვილს უთამაშია ბრიტანული ბარბაროსების შემადგენლობაშიც, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს იწვევენ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნარიაშვილმა შავი ლომის შემადგენლობაში რამდენიმე თამაში ჩაატარა, მერე კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი და შარშან 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო, ახლა კი უფროს ბორჯღალოსნებში ბრუნდება – უკვე შერკინების მწვრთნელის რანგში.
ნარიაშვილის ინტერვიუ სრკ-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვიმედოვნებ, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად შევასრულებ. ვფიქრობ, ჩვენს შერკინებაში არის გარკვეული ნიუანსები, რისი შეცვლაც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები საქმის დაწყებას და შეკრების პირველ დღეს. რაც შეეხება ჩემს შეგრძნებებს ბედნიერი ვარ ამის შესაძლებლობა რომ მომეცა. მადლობა რაგბის კავშირს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობა გამომიცხადა. ასევე ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა. ეს მაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ახალ ამპლუაში და მათ აზრი შევაცვლევინო. იმედი მაქვს ჩემი მუშაობის შედეგი უმოკლეს დროში აისახება ჩვენს შერკინებაზე და შედეგებზე…
ჩემი მიზანია, რომ ქართულმა შერკინებამ უმოკლეს დროში შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა. ვფიქრობ, ამ კუთხით ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე განვლილ თამაშებში ვაჩვენეთ. ჩემთვის საინტერესო იქნება იმ მოთამაშეებთან მუშაობა, რომელთა მხარდამხარ რამდენიმე წლის წინ თავად ვთამაშობდი. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები საკუთარი დამოკიდებულებითა და პროფესიონალური მიდგომებით საქმეს გამიადვილებენ და მუშაობის პროცესს სასიამოვნოს გახდიან. ახალგაზრდებს კი წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გავუზიარებრც განვითარებაში წაადგებათ. ეს კი, ისევ და ისევ საქართველოს ნაკრებს გამოადგება…
ბრონკანთან შეხება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმ კასტრისა და ტულუზას წინააღმდეგ თამაშებს, სადაც შესაბამისად მთავარი და ასისტენტი მწვრთნელი იყო. ასევე არ ვიცნობ ბორტოლამის. იმედია მათთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება და რაც მთავარია, კარგ გარემოში შევძლებთ მუშაობას…
რაც შეეხება ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებში პარალელურ რეჟიმში მუშაობას, ეს უფრო დადებით მხარედ მიმაჩნია, ვიდრე პრობლემად. ერთადერთი პერიოდი, როდესაც შეიძლება სირთულე წარმოიქმნას ზაფხულია, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიო თასი და ეროვნული გუნდის ტურნე ერთმანეთს ემთხვევა. მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტად ხარ ჩართული სამწვრთნელო საქმიანიბაში და რაც უფრო დიდ დროს ატარებ მოედანზე (მწვრთნელის რანგში), მითუფრო იხვეწები და ვითარდები. ასე, რომ ამ ორი საქმის შეთავსება სასიამოვნოდ და სასარგებლოდ მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ მათ თავს კარგად გავართმევ“.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 9 საათის agoკანდიდატთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე, „სოლიდარობის თასი“ გამარჯვებით დაიწყო. ალეკსანდრ ჯიკიჩის ასისტენტ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 15 საათის agoრა შანსები აქვს თბილისის დინამოს კონფერენს ლიგაზე?
გააზიარეთთბილისის დინამომ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილნიუსის ჟალგირისი 3:0 დაამარცხა და შემდეგ...
ავტორი Giorgig -
ძიუდო
/ 16 საათის agoლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოს ნაკრები დატოვა
გააზიარეთსაქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი