გამოგვიწერეთ

Uncategorized

მიხეილ შიოშვილი გუნდს ემადლიერება

გააზიარეთ

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულა. ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა შოტლანდია და  ესპანეთი დაამარცხა, იტალიასთან ფრეს დასჯერდა. ტურნირის საუკეთესო მელელვე საქართველოს ნაკრების  და ფრანგული ტულონის მარბიელი მიხეილ შიოშვილი გახდა, რომელმაც  5 მატჩში მეტოქეთა ჩათვლის მოედანი  შვიდჯერ აიღო. აღნიშნული ტურნირის ისტორიაში მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე მორკინალი გახდა, პირველად ეს 2017 წელს სამხრეთ აფრიკელმა აუგუსტუსმა შეძლო.

ტურნირის დასრულების შემდეგ, მიხეილ შიოშვილმა Etablo.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

“ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვფიქრობ ამ გუნდს გაცილებით მეტის პოტენციალი ჰქონდა.  იტალიასთან მატჩი მოგებული გვქონდა, უბრალოდ მხოლოდ ბონუსი გვაძლევდა ხელს, რომ მაღალი ადგილებისთვის გვებრძოლა, გავრისკეთ და რისკმა არ გაამართლა. ტურნირის ბომბარდირობა რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ რაგბი გუნდური სპორტის სახეობაა, რომელშიც გუნდი ქმნის მომენტს და არა ერთი კონკრეტული მორაგბე.  მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება და იმედი მაქვს ჩვენს სამშობლოში ისტორიული შედეგი დაიდება.”-გვითხრა მიხეილ შიოშვილმა

მიხეილ შიოშვი

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად Uncategorized