გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მოლაპარაკებები დაწყებულია – ზურიკოს ბერძნული გრანდი ეპატიჟება

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილის მომავალი ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ სენტ ეტიენს ქართველის გასხვისება არ სურს, არც დავითაშვილს უნდა ლიგა 2-ში თამაში და უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადასვლა სწადია.

აქამდე ზურიკოსთვის ძირითადად ფრანგული და თურქული გუნდები აქტიურობდნენ, თუმცა ბერძნული მედია იტყობინება, რომ საქმეში ათენის პანაითაიკოსიც ჩაერთო:

“ზურიკოს სენტ ეტიენში ჩინებული სეზონი ჰქონდა, თუმცა იგი აუტსაიდერ გუნდში ასპარეზობდა და საბოლოოდ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა კიდეც.

ახლა  მისი პოზიცია ნათელია – დავითაშვილს არ სურს დაბალი რანგის ჩემპიონატში თამაში, თუმცა პრობლემა ისაა, რომ სენტ ეტიენმა იგი ექვს მილიონად იყიდა და ახლა სოლიდური სარგებლის მიღება უნდა, თანაც კონტრაქტი ჯერ კიდევ 2028-წლამდეა გათვლილი.

ჩვენი ინფორმაციით, პანაითაიკოსი უკვე დაუკავშირდა ზურიკოს და ამბიციური პროექტი გააცნო, რამაც ქართველი უნდა მიიზიდოს. რაც შეეხება სენტ ეტიენთან მოლაპარაკებების საკითხს, ათენელებს მისი იჯარით გაფორმება სურთ, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. ბერძნებმა იციან, რომ მათ გარდა ზურიკოს არაერთი სხვა ევროპული გუნდი აკვირდება”, – წერს Pao Pantou.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები