გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ვარდისფერი ოქტომბერი – სპეციალური სამკლავურებით

გააზიარეთ

ქალაქ თბილისის საკრებულოს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ინიციატივით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას უერთდებიან, რის ფარგლებშიც ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩებს ათივე გუნდის კაპიტანი ვარდისფერი სამკლავურით ითამაშებს, ხოლო მოედნებზე, კუთხურის ალმებიც იდენტური, ვარდისფერი იქნება.

თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

„მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა და ადრეული დიაგნოსტიკის პირობებში, ის შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში განკურნებადია. ასე რომ, მოვუწოდებთ ყველას – ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სკრინინგის პროგრამებით და ეს კამპანიაც სწორედ ამ საკითხისადმი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“.

დავით მუჯირი: სფფ-ის გენერალურმა მდივანი:

„ფეხბურთის ფედერაცია მოხარული ვართ და ყოველთვის მზად ვართ, რომ ფეხბურთის ხმა და საკომუნიკაციო შესაძლებლობები მსგავსი ინიციატივების და კამპანიების მხარდასაჭერად გამოვიყენოთ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოახლოებული ტურის შეხვედრებში, ჩვენი ჩემპიონატის ათივე კლუბი მზად იქნება, რომ „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში ჩაერთოს“.

გეტყვით იმასაც, რომ „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი