გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

მსოფლიო თასისთვის შვიდი ქართველი იბრძვის

გააზიარეთ

ბათუმის სასტუმრო „გრანდ ბელაჯიო“ ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. აჭარის მთავარ ქალაქს 107 მონაწილე ესტუმრა და გამარჯვებული 28 ივლისს გაირკვევა.

საპრიზო ფონდიც სოლიდურია – 691.250 დოლარი.

გაიმართა პირველი რაუნდის მატჩები და სამივე ქართველი შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც კიდევ ოთხი ჩვენებური შეუერთდება.

ბელა ხოტენაშვილმა ანგოლელი ესპერანსა კაქსიტა მარტივად დაამარცხა და მეორე რაუნდში ბულგარელ ნურგულ სალიმოვას გაეჯიბრება.

კესარია მგელაძემ ვიეტნამელ პამ ლეო შაოს პირველი პარტია მოუგო, მეორე კი ყაიმით დაასრულა და 1,5:0,5 მოიგო. კესარიას მეტოქე მეორე რაუნდში ინდოელი დივია დეშმუხი იქნება.

მეორე რაუნდში გასასვლელად ანსტასია კირთაძეს ტაი ბრეიკი დასჭირდა. მეტოქეც ქართველი ჰყავდა – ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანა მათნაძე-ბუჯიაშვილი. მოჭადრაკეებმა კლასიკური პარტიებში თეთრებით გამარჯვებები გაცვალეს. სწრაფ ჭადრაკში კი კირთაძემ მეტოქეს ორივე პარტია მოუგო და მეორე რაუნდში ჩინელი ტან ჟონგს ეთამაშება, რომელიც მესამე ნომრად არის განთესილი.

მეორე რაუნდში სხვა ქართველები მეტოქეებთან ასე დაწყვილდნენ: ნანა ძაგნიძე დარია ჩაროშკინას ეთამაშება; ლელა ჯავახიშვილი – ულვია ფატალიევას; მერი არაბიძე – მარსელ ეფროიმსკის; ნინო ბაციაშვილი – ელნაზ კალახმეტს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ჭადრაკი