გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

მსოფლიო თასზე ოთხი ქართველი დაგვრჩა

გააზიარეთ

ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიო“ გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს თასი, სადაც საჩემპიონო ბრძოლას ოთხი ქართველი შემორჩა.

ნანა ძაგნიძემ რუს დარია ჩაროჩკინას ორივე კლასიკური პარტია მოუგო და 2:0 იმარჯვა. ძაგნიძეს შემდეგ რაუნდში სერიოზული მეტოქე ჰყავს – ასევე რუსი ვალენტინა გუნინა.

ლელა ჯავახიშვილმა აზერბაიჯანელ ულვია ფატალიევას პირველი პარტია თეთრებით მოუგო, მეორეში კი შავი ფიგურებით დაუზავდა – 1.5:0.5 და მომდევნო რაუნდში კიდევ ერთ რუსთან, პოლინა შუვალოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.

ბელა ხოტენაშვილმა ბულგარელ ნურგილ სალიმოვას 1,5:0,5 აჯობა, ხოლო არაბიძემ ასეთივე ანგარიშით ისრაელის წარმომადგენელი მარსელ ეფროიმსკი დაამარცხა.

არაბიძისა და ხოტენაშვილის მეტოქეები დღეს გაირკვევა.

ტურნირს გამოეთიშნენ ნინო ბაციაშვილი, ვინაც ყაზახი ელნაზ კალიახმეტის (0.5:1.5) ბარიერი ვერ გაიარა; კესარია მგელაძემ ინდოელ დეშმუხ ლივიასთან (0.5:1.5) წააგო; ანასტასია კირთაძე კი, ჩინელ თან ჩჟუნთან (0:2) დამარცხდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჭადრაკი