გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ნიჟნი ნოვგოროდის მწვრთნელმა ბედოშვილი დასაჯა

გააზიარეთ

რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე პარი ნიჟნი ნოვგოროდში ვახო ბედოშვილმა სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა. გასულ შაბათს ორენბურგთან (3:1) მოგებულ შეხვედრაში 21 წლის მოთამაშე 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე, თუმცა თამაშის დასასრულს მოულოდნელად შეცვალეს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბედოშვილის ნაცვლად შემოსულმა იაროსლავ კრაშევსკიმ მოედანზე ყოფნა მხოლოდ ოთხ წუთს შეძლო და წითელი ბარათით დასრულდა მისი შემოსვლა. შესაბამისად, ჟურნალისტებს ბუნებრივად გაუჩნდა კითხვა – რატომ შეცვალა მწვრთნელმა ცვლილებაზე შემოსული ბედოშვილი.

ალექსეი შპილევსკიმ, ნიჟნი ნოვგოროდის ბელარუსმა სპეციალისტმა, პრესასთან ასე განმარტა:

„ბედოშვილი კარგად მუშაობდა როგორც შეკრებების პერიოდში, ისე ვარჯიშებზე. ამიტომაც მივეცი შანსი. თამაშამდე ფეხბურთელებს მოვასმენინე ფრაგმენტი ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ ვინაიდან გარემარბი ხარ, უნდა იცოდე – დაცვაში დაბრუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეტევა. ვახტანგმა ეს ბოლომდე ვერ გაითავისა და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი იყო და მისთვის – მნიშვნელოვანი გაკვეთილი“.

შეგახსენებთ, რომ ბედოშვილმა რუსეთში გადასვლისას ხაზი გაუსვა, რომ „კვარაცხელიას მაგალითმა გადამაწყვეტინა რუსეთში წასვლა, რადგან იქ მან კარიერის პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგა“.

შეგახსენებთ, რომ ბედოშვილის ტრანსფერის ისტორიაც სკანდალით დაიწყო. ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლამდე, ფეხბურთელს თითქმის დასრულებული შეთანხმება ჰქონდა პოლონურ ვისლა პლოცკთან, თუმცა მოულოდნელად, ღამით, ყოფილი კლუბის – ორბის თანხმობის გარეშე გაფრინდა რუსეთში. ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: ორბი ამტკიცებს, რომ სატრანსფერო რეგულაციები დაირღვა და როგორც ფეხბურთელის, ასევე ნიჟნი ნოვგოროდის წინააღმდეგ უკვე შეიტანა საჩივარი ფიფაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები