გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მწვრთნელის პირადი მოთხოვნაა – იტალიური გრანდისთვის მიქაუტაძე პრიორიტეტია

გააზიარეთ

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მიქაუტაძე ლიონს დატოვებს, მიზეზი კი გუნდის ლიგა 2-ში დაქვეითებაა.

ფინანსური დავალიანების გამო, სავარაუდოა, რომ ფრანგულ გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს, მსურველები კი არც გიორგი მიქაუტაძეს აკლია. მას როგორც საფრანგეთიდან, ასევე იტალიიდან და ინგლისიდან იწვევენ.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ქართველი ფორვარდის გადაბირებას ყველაზე აქტიურად რომა ცდილობს. რომას მიქაუტაძის ყიდვა აქამდეც სურდა, თუმცა სატრანსფერო ღირებულება ხელს უშლიდა, ახლა კი ლიონი იძულებული იქნება, მიქაუტაძეს ფასი დააკლოს.

გავრცელებული ცნობებით, გიორგის ყიდვა რომას ახალი მწვრთნელის, ჯანპიერო გასპარინის მთავარი პრიორიტეტია. ის კლუბის ხელმძღვანელობას მიქაუტაძის დამატებისკენ აქტიურად მოუწოდებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები