გამოგვიწერეთ

ნაკრები

ნაკრები ოთხი დებიუტანტით

გააზიარეთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძეზე ფარერერებს დაუხვდება, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე კაბო ვერდეს უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის ფრანგმა თავკაცმა, ვილი სანიოლმა უახლოესი თამაშებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

გუნდშია ოთხი დებიუტანტი: ყველაზე ახალგაზრდა, დინამო თბილისის 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილია. ნაკრებში ასევე პირველად არიან გორის დილა მეკარე დავით კერესელიძე; უკრაინული კოლოსის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე; ხორვატული ისტრას თავდამსხმელი გიორგი გაგუა.

მომავალი მატჩებისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 31 მაისს, თბილისში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ომონია, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999), გურამ გიორბელიძე (ერზურუმი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები