გამოგვიწერეთ

რაგბი

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო ათეულშია

გააზიარეთ

ბრიტანულმა სარაგბო გამოცემა Ruck.co.uk-მა მსაჯების საუკეთესო ათეული შეადგინა, რომელშიც ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი მე-6 ადგილზე დაასახელა.

„ნიკა ამაშუკელის კარიერა გამორჩეულია გამძლეობითა და პროფესიონალიზმით. დღესდღეობით ის საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარდგენს.

გულშემატკივრები და სპეციალისტები განსაკუთრებით აფასებენ ამაშუკელის კეთილსინდისიერებასა და თამაშის ღრმა ცოდნას. გულწრფელმა კომუნიკაციამ და სიმამაცემ ქართველ არბიტრს მოთამაშეების და გულშემატკივრების პატივისცემა მოუტანა“, – ასე ახასიათებს გამოცემა ამაშუკელს.

საუკეთესო მსაჯთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ბენ ოკიფი (ახალი ზელანდია)

2. ნიკ ბერი (ავსტრალია)

3. ანგუს გარდნერი (ავსტრალია)

4. ლუკ პირსი (ინგლისი)

5. ჰოლი დევიდსონი (შოტლანდია)

6. ნიკა ამაშუკელი (საქართველო)

7. ჯეიმს დოლმენი (ახალი ზელანდია)

8. სარა კოქსი (ინგლისი)

9. მაიკ ადამსონი (შოტლანდია)

10. კარლ დიქსონი (ინგლისი)

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად რაგბი